Accentnews.ge
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინის გამო რუსეთის დიდ შვიდიანში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინის გამო რუსეთის დიდ შვიდიანში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

02/09/2019 18:07:21 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დიდი შვიდიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია და ამის მიზეზად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ასახელებს. განცხადება პოლონეთის პირველმა პირმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.

„თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში როგორ იქცევა რუსეთი, მაშინ მკაფიოდ შევძლებთ იმის თქმას, რომ ვიღაც ცდილობს საკუთარი იმპერიული ამბიციების გაღვივებას სხვისი საზღვრების შეცვლის ხარჯზე, სამხედრო თავდასხმით. ეს მოხდა 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში. დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიის ნაწილს ვერ აკონტროლებს და ეს სიტუაციაა, რომელიც ევროპაში არასდროს უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ანჯე დუდამ.

განცხადება გააკეთა პენსმაც.

"ჩვენ ვიცით, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი ბევრ ფრონტზე, ვინაიდან მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა, რუსული ძალები კვლავ უკანონოდ ახდენენ საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას",– აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებში ჩარევას, დასავლეთი ფხიზლად უნდა იყოს რუსეთის განზრახვებისა და ქმედებების მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S