რა მიზნით იმყოფება ელჩი დეგნანი ვაშინგტონში

20-02-2022 12:42:56 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი შეერთებულ შტატებში იმყოფება.

როგორც "აქცენტს" საქართველოში აშშ–ის საელჩოში განუცხადებს, დიპლომატი ვაშინგტონში "რეგულარულად დაგეგმილ შეხვედრებს" მართავს.

"ელჩი დეგნანი იმყოფება ვაშინგტონში და რეგულარულად დაგეგმილ შეხვედრებს მართავს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებთან", – აცხადებენ საელჩოში.

ცნობისთვის: 19 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა გაავრცელა ვიდეო–მიმართვა, რომელშიც იგი რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ევროპაში შესაძლო, მორიგი რუსული აგრესიის ფონზე უკრაინისა და საქართველოს მიმართ აშშ–ის მხარდაჭერას ადასტურებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები