Accentnews.ge
მაკფოლი: „პუტინს ომი უნდა, ველი, რომ ბაიდენი ჩერჩილივით იქნება“

მაკფოლი: „პუტინს ომი უნდა, ველი, რომ ბაიდენი ჩერჩილივით იქნება“

22/02/2022 17:05:43 კომენტარი

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ერთსაათიან გამოსვლაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პუტინი მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის მიტაცებით არ დაკმაყოფილდება და არ ელის, რომ ე.წ. „მცირე შეჭრა“ მისი საბოლოო ნაბიჯია.

„ყურადღებით ვუსმენდი მის უცნაურ, ძალიან გრძელ სიტყვას. მას ომი უნდა, ეს ნათელია და ეს მან ახსნა. არ ვიცი, სჯერა თუ არა იმის, რასაც ამბობს, ეს დიდი კითხვაა, მაგრამ, მას ომი სურს!“,– განაცხადა მაკფოლმა.

რაც შეეხება ცივილიზებული სამყაროს რეაგირებას, პროფესორი აღნიშნავს, რომ დასავლეთი არაერთგვაროვანია და არაერთგვაროვანია მათი რეაქციაც:

„ველი, რომ ბაიდენი ჩერჩილივით იქნება: ხვალ იქნება ახალი სანქციები. თეთრ სახლში კარგი მეგობრები მყავს, მათ ორიოდ საათის წინ ვესაუბრე და ვიცი, რომ რომ მკაცრი პოზიცია აქვთ, მაგრამ სხვა ქვეყნებს, სხვა ლიდერებს – არა და სწორედ ამიტომაა ყოველთვის პრობლემები. საჭიროა შეთანხმება, როდესაც ეკონომიკურ სანქციებზე ვსაუბრობთ. ვიცი, რომ რასაც ისინი სთავაზობენ [აშშ ევროპას – რედ.], ძალიან მკაცრია. სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც ექვსი წლის წინ იყო. აი, სხვები უჭერენ თუ არა მხარს, ეს ჯერ არაა ნათელი და ბევრ რამაა დამოკიდებული პუტინის ქცევაზე. თუ იქნება სრულმასშტაბიანი ომი, ერთიანობა იქნება, ხოლო თუ ნაკლები აქტივობა იქნება, იქნება კამათი“,– განაცხადა პროფესორმა.

ის პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრად აფასებს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსგავს ფორმულირებას თეთრი სახლი ჯერ არ იყენებს.

მისი განმარტებით, თეთრ სახლს სანქციების გეგმა აქვს და სურს, ის ეტაპობრივად – პუტინის ქცევის ხარისხის მიხედვით გამოიყენოს:

„რადგან თუ კიდევ იქნება შეჭრა, რასაც ისინი ელიან, კიდევ დასჭირდებათ პასუხი. ამიტომ, ხვალ იქნება სანქციები, მაგრამ არა დიდი. ისინი დაელოდებიან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S