
„ახალი სანქციები, იარაღი გზაშია“: კულებამ უკრაინის დასაცავად შექმნილ კოალიციაზე ისაუბრა
25/02/2022 16:16:36 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის დასაცავად შეიქმნა კოალიცია, რომელის შემადგენლობაშიც 73 ქვეყანა და 9 ორგანიზაცია შედის:
„იარაღი და სანქციები – ახლა ეს მთავარია. ერთიც და მეორეც იქნება. ევროკავშირის ახალი სანქციები დღესვე იქნება, იარაღი გზაშია. SWIFT–ისთვის კბილებით ვიბრძვით“.
მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის არსებობას:
„გუშინ მასში [მხარდამჭერ კოალიციაში] შედიოდა 58 ქვეყანა და 6 ორგანიზაცია, ხოლო დღეს – უკვე 73 ქვეყანა და 9 ორგანიზაცია“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის საბავშვო ბაღს დაესხა თავს და უკრაინა ჰააგაში გეგმავს, დაამტკიცოს რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენა.
ცნობისთვის: რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერეს.