27-02-2022 16:07:10 ევროპა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ყველა იმ ადამიანის გადაწყვეტილებას, მათ შორის ბრიტანელებისას, რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბრძოლის თაობაზე.,– ამის შესახებ მინისტრმა Independent-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ. უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ უკრაინის, მთელი ევროპის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის, რადგან ესაა ის, რასაც პრეზიდენტი პუტინი უქმნის საფრთხეს. და თუ ადამიანებს სურთ, მხარი დაუჭირონ ამ ბრძოლას, მე მათ ამაში აბსოლუტურად ვუჭერ მხარს", - განაცხადა მინისტრმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, უჭერს თუ არა მინისტრი მხარს ამ მიზნით ბრიტანელების ჩასვლას უკრაინაში, მინისტრმა უპასუხა: „აბსოლუტურად, თუ ეს ისაა, რისი გაკეთებაც მათ სურთ“.
შეგახსენებთ,რომ უკრაინის პრეზიდენტმა უცხოელ მოხალისეებს დახმარება სთხოვა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, აყალიბებს "საერთაშორისო" ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ მოხალისეობა უკრაინის მხარდასაჭერად:
„ეს იქნება ჩვენი ქვეყნისადმი თქვენი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება“.