Accentnews.ge
გონზმანი: „პუტინმა აშკარად წააგო იმ კუთხით, რომ ვერ შეძლო საკუთარი გეგმის რეალიზება“

გონზმანი: „პუტინმა აშკარად წააგო იმ კუთხით, რომ ვერ შეძლო საკუთარი გეგმის რეალიზება“

28/02/2022 15:40:58 კომენტარი

რუსეთში მცხოვრები პოლიტოლოგის, ფსიქოლოგის და აქტივისტის ლეონიდ გონზმანის ხედვით, კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა „აშკარად წააგო იმ კუთხით, რომ ვერ შეძლო საკუთარი გეგმის რეალიზება“:

„ეგონათ, უკრაინელები დანებდებოდნენ. ამას ომამდე ყოველღიურ რეჟიმში გვეუბნებოდნენ – „უკრაინელებს ბრძოლა არ შეუძლიათ, დანებდებიან“ და ა.შ. და სად არიან დანებებული უკრაინელები? იმდენად არ არიან, რომ ეთერით ჩვენებაც არ შეუძლიათ. ის ორი უკრაინელი ტყვე ყველა ტელეეთერით გვიჩვენეს. უკრაინაში ერთი ადამიანიც კი რომ დახვედროდა მათ ყვავილებით, ხომ გესმით, რომ აუცილებლად გვიჩვენებდნენ. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული განწყობა აბსოლუტურად განსხვავდება ყირიმის მოვლენებისგან: ხედავთ, რომ ყოველ დღე აკავებენ ასობით ადამიანს. პიკეტში ვიდექი ბანერით, „არა ომს – პუტინი გადადგეს!“ ჩემთან მოდიოდა ხალხი, იყო პოზიტიური, ნეიტრალური და გულგრილი განწყობაც კი, მაგრამ არც ერთი უარყოფითი. მათ [კრემლს] არ შეუძლიათ მხარდამჭერი აქციის მობილიზება, განსხვავებით ყირიმისგან, მათ შორის ელიტური ჯგუფებიდან“,– განაცხადა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება პუტინის მიერ ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანებას, ექსპერტი ესკალაციად აფასებს:

„ეს სირცხვილია, საშინელება, რადგან ვშიშობ, წინ ესკალაციაა, რომელიც შესაძლოა, ბირთვული ომით დასრულდეს. გახსოვთ მისი სიტყვები, „ყველანი ამოწყდებიან, ჩვენ მოვხვდებით სამოთხეშიო“ და თუ მართლა გადადგამს მსგავს ნაბიჯს, ეს აპოკალიფსი იქნება, ჩვენი დასასრული.

სამხედრო მეთაურები მოხარულნი არ იქნებიან, მაგრამ თუ ფიქრობთ რომ წინააღმდეგბას გაწევენ, მათზე კარგი წარმოდგენა გქონიათ. შოიგუ არასდროს ყოფილა სამხედრო, არასდროს უომია, მას არ აქვს ის, რაზეც შესაძლოა, აპელირება მოახდინოთ, როდესაც ოფიცერს ელაპარაკებით, რომელსაც ცხედრები უნახავს. თავად ბრძანების გაცემა ითვლება შეუძლებლად და თუ გაიცა, მის ირგვლივ არ არსებობს ადამიანი, რომელიც არათუ გადაარწმუნებს მას, არამედ გააპროტესტებს მაინც“.

მეხუთე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. რუსებმა გამოიყენეს აკრძალული იარაღიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S