Accentnews.ge
უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სამი მოთხოვნა დასახელდა

უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სამი მოთხოვნა დასახელდა

01/03/2022 16:36:05 პოლიტიკა, საზოგადოება

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები სამ მოთხოვნაზე შეთანხმდნენ, რომელსაც მთავრობას უყენებენ. ამის შესახებ მან დღეს, 1 მარტს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პუნქტების შესრულების მოთხოვნით ისინი საპროტესტო აქციებს იწყებენ. ოპოზიციის მოთხოვნებია:

  • გადადგეს მთავრობა
  • საქართველო დაეხმაროს უკრაინას
  • საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე რაც შეიძლება მალე

“ქართული ოცნება" ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ უპირველესი მოთხოვნა მისი წასვლაა და ის სირცხვილი, რომელიც მან საქართველოს მოსცხო, ჩვენს ისტორიას და ჩვენს მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია და ის აუცილებლად უნდა წავიდეს. ის აღარ უნდა წარმოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს.

ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათი სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა უკრაინას.

დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, მსხვერპლით, რომელიც 5 ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენც, ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი და ეს შესაძლებლობა, რომელიც გვესიზმრებოდა და ესიზმრებოდა ჩვენ წინაპრებს დღეს დევს მაგიდაზე და ეს უგუნურები ამბობენ, რომ არ უნდათ”, – განმარტა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ოპოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმასაც წარადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S