
შსს: "დავიწყეთ გამოძიება მთავრობის ადმინისტრაციის დაზიანებისკენ მოწოდებაზე"
01/03/2022 17:31:22 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყეს გამოძიება ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებაზე.
უწყებაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ს.ჯ-მ მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა.
"ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო, გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული.შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება.