
ეკონომიკის მინისტრი: „საქართველო სანქციების და ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაწილი იყო და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც“
07/03/2022 08:54:29 პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, სანქცირებულ პირთა ბიზნესები იყოს მიკვლევდი:
„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა პირად შეხვედრებში და საჯაროდაც აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ–ერთი მაგალითია, თუ როგორ სწორად ხდება საერთაშორისო გადაწყვეტილებების ზედმიწევნით შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. ეროვნულმა ბანკმა პირველივე დღეებში დაიწყო სანქცირებულ ბანკებთან მიმართებით გადაწყვეტილებების აღსრულება, მათ შორის საქართველოში მოქმედის. პროცესი წარვმართეთ ისე, რომ ერთის მხრივ, საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდეს, მეორეს მხრივ – პირნათელი ვიყავით ყველა საერთაშორისო გადაწყვეტილებასთან. საქართველო სანქციების და ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაწილი იყო და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც“.
მიის თქმით, საქართველოში შემოვლენ პირები, რომელთაც ექნებათ სუფთა ისტორია და ამას აკონტროლებს შს სამინისტრო.
„საქმიანობა იქნება ჩვენს მოთხოვნებან და საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან შესაბამისი. სიტუაცია მგრძნობიარეა, გვესმის, ამიტომ ჩვენი მხრიდან ყურადღება გაზრდილია და ამ ასე გავაგრძელებთ მუშაობას“.
ცნობისთვის: საქართველოში არ შემიუშვეს კრემლის საქმიანობის კრიტიკოსი ჟურნალისტი.
იხილეთ ასევე: ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის 25 000–მდე მოქალაქე შემოვიდა
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021