Accentnews.ge
უკრაინაში მოკლული კიდევ რამდენიმე ჩეჩენის შესახებ გახდა ცნობილი

უკრაინაში მოკლული კიდევ რამდენიმე ჩეჩენის შესახებ გახდა ცნობილი

07/03/2022 09:19:36 კავკასია

ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერები და ტელეგრამის არხები უკრაინაში დაღუპულ ჩეჩენ ჯარისკაცების შესახებ ავრცელებენ ცნობებს.

თურქეთში მცხოვრებმა ჰასან ხალიტოვმა ჩეჩნეთის ძალოვანების სქრინშოტები გამოაქვეყნა. საუბარია შვიდ პირზე.

ამასთან, გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩეჩენი ქალი ამბობს, რომ მისი ოთხივე ვაჟი დაიღუპა.

„თავად დავმარხე ოთხი ვაჟი. არავინ გაგასამართლებს იმისთვის, რომ ისინი გიყვარს. ალაჰი იზამს, რომ ისინი იპოვო. დაე, ყველა ვაჟი დაბრუნდეს შინ ჯანმრთელი და თავისუფალი“,– ამბობს ქალი ჩანაწერში.

ხალიტოვის მონაცემებით, ჩანაწერის ავტორი ქალის ოთხივე შვილი უკრაინაში დაიღუპა.

„კავკაზ რეალის“ ცნობით, ჩეჩენი მებრძოლების დაღუპვის შესახებ ცნობები ვრცელდება სხვადასხვა საკომუნიკაცია არხებით.

იხილეთ ასევე: „ჩეჩნებს და რუსებს უნდა გავაგებინოთ, რომ ბელარუსის მორგები სავსეა მათი ჯარისკაცების ცხედრებით“

იმავდროულად ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად მხოლოდ ორი მებრძოლის გარდაცვალებას ადასტურებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S