Accentnews.ge
მედია: უკრაინაში სულ მცირე, 29 დაღესტნელი სამხედრო დაიღუპა

მედია: უკრაინაში სულ მცირე, 29 დაღესტნელი სამხედრო დაიღუპა

07/03/2022 13:23:26 კავკასია

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს სულ მცირე 29 საკონტრაქტო ჯარისკაცი დაიღუპა დაღესტნიდან, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო სივრცეში ეტაპობრივად გავრცელდება, – იუწყება Кавказ.Реалии რესპუბლიკის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით.

„ჩვენამდე მოსკოვდან 29 დაღესტანელის დაღუპვის შესახებ მოვიდა მონაცემები. მათ ოჯახებს უკვე მიეწოდათ ინფორმაცია. რეკომენდაციაა, რომ საჯარო სივრცეში ინფორმაცია ნელ–ნელა, დოზირებულად გამოვაქვეყნოთ“ - ამბობს წყარო, თუმცა არ დააზუსტა, საიდან მოდის მსგავსი ბრძანება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუინაკსკის ოლქის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სადაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაა განთავსებული, დაადასტურა 29 დაღუპულის შესახებ მონაცემები:

„სინამდვილეში, ეს მხოლოდ ისაა, რაც ჩვენ ვიცით. ​​სრული მონაცემები არ არსებობს. ათობით ბიჭი არ გამოდის მშობლებთან კავშირზე“.

ოფიციალურად ხელისუფლება მხოლოდ რვა ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება.

იხილეთ ასევე: უკრაინაში მოკლული კიდევ რამდენიმე ჩეჩენის შესახებ გახდა ცნობილი

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S