Accentnews.ge
ღარიბაშვილი ევროინტეგრაციასა და უკრაინის მოვლენებზე დანიელ კოლეგას ესაუბრა

ღარიბაშვილი ევროინტეგრაციასა და უკრაინის მოვლენებზე დანიელ კოლეგას ესაუბრა

07/03/2022 14:34:46 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერისკენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები,- იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

რელიზის მიხედვით, საქართველოსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

"საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ გზაზე დანიის სამეფო საქართველოს გვერდით იდგება",– ვკითხულობთ რელიზში.

ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S