
ჩრდილოეთ კავკასიაში პუტინის ომში კიდევ რამდენიმე სამხედროს დაღუპვის შესახებ მივიდა ცნობა
08/03/2022 09:28:59 კავკასია
დაღესტანში კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყებიან, რომელიც რუსული ძალების მხარეს იბრძოლა ვლადიმიერ პუტინის მიერ მეზობელ ქვეყანაში გაჩაღებული ომის დროს. დაღუპული ამრახ ყურბანოვია, რუტულსკის რაიონის სოფელ გელმეცის მკვიდრი.
სერჟანდის დაღუპვის შესახებ დაწერა რაიონის გაზეთმა "Нур". ამასთან, გაზეთი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირი მონაწილეობდა სხვა ოპერაციებშიც ცხელ წერტილებში.
მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
ჩრდილოეთ ოსეთიდან 34 წლის სიგნალიზაციის იგორ ლეონოვის გარდაცვალების შესახებ 58-ე არმიის რეზერვის ოფიცერმა ოლეგ მარზოევმა განაცხადა.
ის ირწმუნება, რომ ლეონოვი ომის პირველ დღეს გარდაიცვალა:
„მასთან ერთად იბრძოდა მისი ბიძაშვილი, რომელიც დაჭრილია, ახლა სამხედრო ჰოსპიტალშია და შეძლო მომხდარის შესახებ მოყოლა“.
Кавказ.Реали–ის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს დაღესტანის მუნიმუმ 29 მკვიდრია დაღუპული, თუმცა ადგილობრივ ადმინისტრაციაში ამბობენ, ათობით ბიჭი არ გადის ოჯახთან კონტაქტზე. ამასთან, ამბობენ, რომ აქვთ ბრძანება, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გასცენ.
იხილეთ ასევე: "ოთხი ვაჟი დავმარხე"– უკრაინაში მოკლული კიდევ რამდენიმე ჩეჩენის შესახებ გახდა ცნობილი
მე–13 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.