Accentnews.ge
კალაძე:  "თუ ენერგეტიკა ცალკე სამინისტროდ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები"

კალაძე: "თუ ენერგეტიკა ცალკე სამინისტროდ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები"

09/09/2019 11:22:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ დაბრუნება მისასალმებელია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გაყოფის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დარგი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

„ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნისთვის. მე მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი, როცა ერთიანდებოდა, თუმცა ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო. თუ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები. ვიმეორებ, ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S