
რუსეთის სათათბირომ “საქართველოს მხრიდან ოსების გენოციდის” შემსწავლელი ჯგუფი ჩამოაყალიბა
09/09/2019 14:43:35 კონფლიქტები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭომ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის საფუძველზე “საქართველოს მხრიდან 1920 წელს ოსების გენოციდის” საკითხის შემსწავლელი ჯგუფი ჩამოაყალიბა.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს სათათბიროს პირველმა ვიცე-სპიკერმა ივან მელნიკოვმა აცნობა.
მისივე ინფორმაციით, ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში ყველა ფრაქციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ვოდოლაცკი უხელმძღვანელებს.
ოსურმა ე.წ. პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს ზემოთხსენებული მიმართვა მიმდინარე წლის 19 ივლისს გაუგზავნა.