
რატომ ტოვებს დეპუტატის მანდატს შოთა შალელაშვილი
10/09/2019 07:04:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი განცხადებით მან პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.
საქართველოს პარლამენტში დეპუტატ შოთა შალელაშვილს ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.
ლევან მგალობლიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო სიაში 50-ე ადგილზე იყო.