
ციხელაშვილი: "საქართველომ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე კიდევ ერთი განცხადებით დაუჭირა მხარი უკრაინას"
17/03/2022 21:27:09 საგარეო პოლიტიკა
ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველომ კიდევ ერთი განცხადებით მხარი დაუჭირა უკრაინას და შეუერთდა მოწოდებას, რუსეთმა შეასრულოს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველომ კიდევ ერთი განცხადებით მხარი დაუჭირა უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეუერთდა მოწოდებას, რუსეთმა შეასრულოს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილება, რაც სავალდებულოა და მოითხოვს მისი მხრიდან უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი „ფეისბუქზე“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021