Accentnews.ge
კრიპტოვალუტის ბაზარი მცირეა იმისთვის, რომ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის იარაღად იქცეს - Bloomberg

კრიპტოვალუტის ბაზარი მცირეა იმისთვის, რომ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის იარაღად იქცეს - Bloomberg

18/03/2022 08:29:40 მსოფლიო

კრიპტოვალუტის ბაზარი ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ რუსეთმა სანქციებისთვის გვერდის აცვლა მისი დახმარებით შეძლოს,– იუწყება Bloomberg ექსპერტებსა და ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით.

„კრიპტოვალუტა არ გამოიყურება წარმატებულ ინსტრუმენტად იმ სანქციების თავიდან ასილების თვალსაზრისით, რომლებიც აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა დააწესეს რუსული ორგანიზაციებისა და კერძო პირების, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ“, - ამბობს კრიპტო ექსპერტთა ჯგუფმა.

ასეე ფიქრობენ აშშ-ს სენატის საბანკო კომიტეტში: ექსპერტების თქმით, კრიპტოვალუტის ბაზარი მცირეა იმისთვის, რომ რუსეთმა გლობალური სანქციების გვერდის ავლა მოახერხოს.

„ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი ან პუტინი სისტემატიურად იყენებდნენ კრიპტოვალუტას სანქციებისგან თავის დასაღწევად“,– თქვა ჯონათან ლევინმა, ანალიტიკური კომპანიის Chainalysis Inc დამფუძნებელმა, რომელიც ხელისუფლებას უწევს კონსულტირებას ფულის გათეთრების მექანიზმებთან დაკავშირებით.

ამერიკელმა კანონმდებლებმა, მათ შორის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ბიტკოინი გაართულებს სახელმწიფოს სანქციების დამრღვევთა თვალყურის დევნებას. მაგრამ FinCEN–ის ყოფილი დირექტორის მაიკლ მოსიერის თქმით, არ არის საკმარისი ლიკვიდობა კრიპტოვალუტის ბაზარზე იმისათვის, რომ „ქვეყნის ეკონომიკა ერთ ღამეში გადაერთოს და G20-დან კრიპტოვალუტაზე გადავიდეს“.

იხილეთ ასევე: აშშ–ში პუტინს „კრიპტოვალუტური დარტყმა" მოუმზადეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S