"რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა" - ანდრეი კასიანოვი

18-03-2022 15:37:14 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში საქართველოს ცის გამოყენების ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.

კასიანოვის თქმით, იღებენ დასტურს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში გზავნის დამატებით ძალებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის სომხეთიდან, ასევე საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან.

„ესენი არიან სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების გადაყვანა სახმელეთო, კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტი ჯერ არ დაფიქრისებულა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები