
მამუკა ხაზარაძე "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას გამორიცხავს
12/09/2019 17:27:25 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას გამორიცხავს.
"მე ვერ ვხედავ მათთან კოალიციის გაკეთების პერსპექტივას. მათ მონოპოლიზებული აქვთ პოლიტიკური ველი, რაც ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას.