
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ოკუპაციის შედეგებს ხურვალეთში გაეცნობიან
13/09/2019 04:47:00 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
თბილისიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გაემგზავრა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ხელმძღვანელობს.
სოფელი ხურვალეთი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართებით და ღობეებითაა გაყოფილი.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გააცნობენ.
მედლინ მუნი დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 11 სექტემბერს ჩამოვიდა. 12 სექტემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტში.