Accentnews.ge
რუსეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბარღთან დაკავშირებული შეთანხმება დაარღვია, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს

რუსეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბარღთან დაკავშირებული შეთანხმება დაარღვია, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს

27/03/2022 07:40:48 მსოფლიო

„როიტერის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები „რუსი მშვიდობისმყოფელების“ ზონაში შევიდნენ. როგორც მოსკოვში აცხადებენ, ეს არის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი განცხადების დარღვევა.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ მოუწოდა აზერბაიჯანს, გაიყვანოს ჯარი და დააბრუნოს სამხედროები პირვანდელ პოზიციებზე. რუსეთის სამხედრო უწყებაში ასევე ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დრონებით დარტყმა მიიტანა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში რუსეთის ინფორმაციას უარყოფენ და მოსკოვში გაკეთებულ განცხადებას „ცალმხრივს“ უწოდებენ.

ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხეთის „უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა საბოტაჟი მოაწყვეს“, თუმცა მათ უკან დაახევინეს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 2020 წლის ნოემბერში მოსკოვში ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების ერთგულნი რჩებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S