
"ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში გავყვე"
13/09/2019 07:18:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ეს არის ჭორაობა, რომელიც ჩვენ არაერთი მოგვისმენია ბატონი მამუკა ხაზარაძისგან, - ასე შეაფასა ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც იგი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობდა.
„ნამდვილად არ მაქვს არანაირი სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ამ ჭორაობაში გავყვე",-განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ არაფორმალური მმართველობის შესახებ და ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ისაუბრა.