
შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
13/09/2019 12:50:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შსს–ში გადმოინაცვლა. შინაგან საქმეთა მინისტრს ამ დროისთვის ხუთი მოადგილე ჰყავს: კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.
რაც შეეხება ჭელიძეს, ის 2015 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო.
2005-2015 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1995-2005 წლებში კი საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში.
როგორც ცნობილია, ნათია მეზვრიშვილმა უკვე დატოვა მინისტრის მოადგილის თანამდებობა და ასებული ინფორმაციით, ის მუშაობას კვლავ გიორგი გახარიასთან პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.