Accentnews.ge
ტაშკენტში საქართველო-უზბეკეთის დიპურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

ტაშკენტში საქართველო-უზბეკეთის დიპურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

14/09/2019 10:01:17 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ტაშკენტში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.

საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ კამილოვმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილმა.


უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებულად აფასებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ ვიზიტს უზბეკეთის რესპუბლიკაში, აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები  კიდევ უფრო დაახლოებს და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაიყვანს უზბეკეთი-საქართველოს ურთიერთობებს. შეხვედრებზე აღინიშნა რომ საქართველო და უზბეკეთი დაინტერესებულნი არიან გაიზიარონ: საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობები; ევროკავშირთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი; საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება ეკონომიკის,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,ტურიზმის სფეროს განვითარების მიმართულებით.

აღსანიშნავია ისიც,  რომ რომ 2019 წლის ივლისიდან ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო  ავიაკომპანია უზბეკეთის ავიახაზებმა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, უზბეკეთის ბიზნესისა და კულტურის წრეების წარმომადგენლები,  ცნობილი ქართველი კულტურის მოღვაწეები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა  საქართველოს პირველი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში გივი აბდუშელიშვილი. მუსიკალური ნომრები შეასრულეს ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ანსამბლმა შვიდკაცამ და დათო გომართელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S