პოლონეთი მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს

03-04-2022 12:48:54 მსოფლიო

პოლონეთი მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს, – ამის შესახევ პოლონეთის ვიცე–პრემიერმა იაროსლავ კაჩინკსიმ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag–თან საუბრისას განაცხადა.

“თუ ამერიკელები გვთხოვენ, შეინახონ ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა მოსკოვის შეკავებას”, – განაცხადა კაჩინსკიმ.

მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი ჯერ–ჯერობით არ მიმდინარეობს, თუმცა “ეს მალე შეიძლება, შეიცვალოს”.

ამასთან კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ ინიციატივა თავად ვაშინგტონისაგან უნდა მოდიოდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები