16-09-2019 10:24:31 ევროპა ,აღმოსავლეთ პარტნიორობა
საქართველოში იმყოფება ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროკავშირის სტანდარტების „ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ.
იოჰანეს ჰანი და მიხეილ ბატიაშვილი შეხვდებიან ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ბაკალავრიატის მოსწავლეებს.
დღის მეორე ნახევარში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც.