Accentnews.ge
ევროპის ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებენ

ევროპის ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებენ

05/04/2022 12:48:11 ევროპა

ესპანეთის მთავრობა სულ მცირე 25 რუს დიპლომატს აძევებს,– ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.

მინისტრმა გადაწყვეტილება ბუჩასა და მარიუპოლში არსებული ვითარებით ახსნა და თქვა ისიც, რომ რუსი დიპლომატები „საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“.

"ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის აუტანელი კადრებია. ომის დანაშაულები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული", - თქვა ალბარესმა.

ბუჩაში რუსული ოკუპაციის შედეგების გასაჯაროების და შემზარავი კადრების ხილვის შემდეგ შემდეგ დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც: იტალიამ 30 დიპლომატი გააძევა, დანიამ – 15, გერმანიამ – 40, საფრანგეთმა – 35.

იხილეთ ასევე: „32 წელია, იარაღით ვარ, მსგავი არაფერი მინახავს!“ – ქართველი მებრძოლი კიევის მიდამოებიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგ ნანახ სურათს იხსენებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S