
„აჯიკას ჩვენთვის იმ კარის გახსნა შეუძლია, რომელსაც პოლიტიკური ღონისძიებებით ვერ გახსნი“
16/09/2019 12:53:47 კონფლიქტები
11-15 სექტემბერს იტალიის ქალაქ დიამანტში “წიწაკის საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართა, რომელზეც, ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზური აჯიკაც იყო წარმოდგენილი.
“აფხაზური სამზარეულო და აჯიკა სახალხო დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია. მას გარკვეულ სიტუაციებში აფხაზეთისთვის იმ კარის გახსნა შეუძლია, რომელსაც პოლიტიკური ღონისძიებების ან ლოზუნგების დახმარებით ვერ გახსნი”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კან ტანიამ და იქვე დასძინა, რომ შემდეგ ფესტივალზე აფხაზეთი უფრო მასშტაბურად, სხვა ადგილობრივი პროდუქციითაც წარსდგება.