
„Русал“ პირველია რუსულ კომპანიებს შორის, რომელმაც ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამოძიება მოითხოვა
08/04/2022 11:47:23 ევროპა, მსოფლიო
რუსულმა ალუმინის კომპანია Rusal-მა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამოძიება მოითხოვა. Rusal-ის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე ყურადღება Financial Times-მა გაამახვილა.
"უკრაინის ქალაქ ბუჩადან ცნობებმა შოკში ჩაგვაგდო. მიგვაჩნია, რომ ეს დანაშაული საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას და მოვუწოდებთ პასუხისმგებელი პირების უმკაცრად დასჯისკენ, რაც არ უნდა რთული ჩანდეს ეს მიმდინარე საინფორმაციო ომის კონტექსტში“– ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ბერნარ ზონველდის სახელით გავრცელდა.
კომპანია ასევე გამოვიდა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მოწოდებით „ძვირფასი სიცო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ნორმალურ ცხოვრებას დასაბრუნებლად, „რათა შენარჩუნდეს ძვირფასი სიცოცხლეები და დაბრუნდეს ნორმალური ცხოვრება“.
როგორც Financial Times აღნიშნავს, „Rusal“ გახდა პირველი რუსული კომპანია, რომელიც ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამოძიების მოწოდებით გამოვიდა.
ამასთან, ჯერ კიდევ 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში არ არის კონკრეტული ბრალდებები ამა თუ იმ მხარის მიმართ ბუჩას მოვლენებთან დაკავშირებით. თავად განცხადება გამოქვეყნდა ვებ–გვერდის მხოლოდ ინგლისურენვან ვერსიაზე.
მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა აპრლის დასაწყისში დატოვეს ბუჩა, ქალაქში ათობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ქალაქში მასობრივი საფლავები დაფიქსირდა.რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ბრალდებებს.
Rusal სიდიდით ალუმინის მესამე მწარმოებელია მსოფლიოში. ბევრი სხვა მსხვილი რუსი ექსპორტიორისა და მისი დამფუძნებელის ოლეგ დერიპასკასგან განსხვავებით, Rusal არ არის სანქციების ქვეშ. თუმცა კომპანია დაზარალდა რუსეთის იზოლაციით, რაც თან მოჰქვა უკრაინაში შეჭრას.
თავად დერიპასკამ რუსეთის შეჭრას უკრაინაში „სიგიჟე“ უწოდა და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მარტის დასაწყისში ბიზნესმენმა უკრაინაში ომის ფონზე დაწესებული სანქციების გამო რუსეთისთვის "მძიმე" ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა. "რკინის ფარდა უკვე დაეცა", - თქვა მან. შეჭრის დაწყების შემდეგ დერიპასკა შეიყვანეს 50 რუსის სიაში.