
ზურაბიშვილმა ალიევს კახში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო მადლობა გადაუხადა
16/09/2019 15:35:06 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისათვის.
„თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა", – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.