Accentnews.ge
"მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას"

"მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას"

17/09/2019 07:23:02 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩაკეტილია გამშვები პუნქტები, რაც იწვევს რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული ხაზის მიღმა ცხოვრობენ.

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე “სამხრეთ ოსეთთან”, განსაკუთრებით ჩორჩანაში და ჩვენ მოვუწოდებთ რუსულ და ოსურ მხარეებს, რომ მიიღონ ყველა ის საჭირო ზომა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. გარდა ამისა, ასევე, მნიშვნელოვანია გამოყენებული იქნას სიტუაციის განმუხტვისთვის ყველა ის მექანიზმი, რაც არის. იქნება ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ცხელი ხაზი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა. ჩვენ ასევე ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გამშვები პუნქტები ჩაკეტილია ადმინისტრაციულ საზღვარზე, რადგანაც ეს იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული ხაზის მიღმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ გახსნას გამშვები პუნქტი”,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის: ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ ხაზზე გადასასვლელები გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S