Accentnews.ge
სახდეპი: „სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული“

სახდეპი: „სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული“

13/04/2022 06:29:23 სამართალი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში "ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეც მოხვდა, რომელზე ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს იძალადეს, როდესაც ლაშქარავა პროფესიულ მოვალეობას ახორციელებდა, ხოლო 11 ივლისს ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„5 ივლისის თავდასხმების დროს ის სასტიკად სცემეს. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მისი გარდაცვალების შემდეგ გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული“ ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, „ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ 70-ზე მეტმა მედია ორგანიზაციამ 11 ივლისს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ ქვეყანაში „მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევებმა“ „კრიტიკულ დონეს მიაღწია“:

„განცხადება აკრიტიკებდა ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების ვერ უზრუნველყოფის გამო, ჟურნალისტებზე წინააღდეგ განხორციელებული ძალადობის არასაკმარისად გამოძიების გამო, მათ შორის 5 ივლისის ძალადობის, როდესაც დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, ასევე აკრიტიკებდა მმართველი პარტიის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომელმაც, განცხადების თანახმად, ამგვარი ძალადობა კიდევ უფრო წაახალისა. 30 სექტემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა/საქართველომ“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება გახდა „უკიდურესად საშიში“ და რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან, რასაც ამწვავებდა ხელისუფლების წარმომადგენლების „აგრესიული რიტორიკა“ და ძალადობრივი ინციდენტების არაადეკვატური გამოძიება,“- აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ასევე: სახდეპი: "საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S