
კელი – "ქართულ ოცნებას: "თქვენ გარდა არავის ადარდებს, გაუშვებთ თუ არა მაღალი დონის დელეგაციას კიევში"
13/04/2022 19:47:57 ციტატა
"სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ არავის ადარდებს, გაუშვებთ თუ არა “მაღალი დონის” დელეგაციას უკრაინაში. არავის, თქვენ გარდა".
ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც საქართველოდან უკრანაში დელეგაციის შესაძლო ვიზიტისთვის ულტიმატუმები წამოაყენა.