18-04-2022 09:50:44 მსოფლიო
უკრაინის მთავრობა ლუგანსკის მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
„მომდევნო კვირა შესაძლოა, იყოს ძალიან მძიმე. შესაძლოა, ეს იყოს ბოლო შანსი, როცა თქვენი გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია. თქვენგან მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ცოცხლად გადარჩეთ“,- მიმართავს მოსახლეობას ოლქის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი.
უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ კიევიდან უკან დაიხია, მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთში დიდი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება და ამჯერად მთელს ადმინისტრაციულ საზღვრებში დონბასის დაკავებას შეეცდება. რუსეთი აპირებს, შექმნას სახმელეთო დერეფანი ლუგანსკს, დონეცკსა და ანექსირებულ ყირიმს შორის.