Accentnews.ge
"მედიააჟიოტაჟი, რომელიც ხდება რეგულარულად უცხოეთში ჩემი წარმატებულ ვიზიტის დროს, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი"

"მედიააჟიოტაჟი, რომელიც ხდება რეგულარულად უცხოეთში ჩემი წარმატებულ ვიზიტის დროს, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი"

18/09/2019 07:09:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მედიაში მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი უცხოეთში მის წარმატებულ ვიზიტებს ემთხვევა.

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ქვეყანას აზარალებს.

"მედიააჟიოტაჟი, რაც ხდება რეგულარულად ჩემ რომელიმე უცხოეთში წასვლის წინ, დაბრუნებისას ან წარმატებულ ვიზიტის დროს, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი. ახლა მივდივარ სწორედ გაერო-ში გენერალურ ასამბლეაზე, სადაც უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. უნდა შევიგნოთ, რომ როცა მე ვარ უცხოეთში, ვარ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მე არა ვარ ჩვეული არც კონსპირაციულ თეორიებს და არც კონსპირაციებს. ჩუმად არავის შევხვდები ნიუ-იორკში, თუ ვინმეს შევხვდები, ყველას გეცოდინებათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S