Accentnews.ge
NDI - ლიდერების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს

NDI - ლიდერების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს

19/09/2019 06:29:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე მაღალი რეიტინგი თბილისის მერ კახა კალაძეს აქვს. 

გამოკითხულთა 34% კახა კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 37% საშუალოდ (თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით).  

ამასთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 12%, ხოლო 43% საშუალოდ. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 11% პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 36% საშუალოდ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობა გამოკითხულთა 9 %–მა კარგად შეაფასა, ხოლო 31%-მა საშუალოდ.  

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S