
"ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებით რუსეთის მოთხოვნები რბილდება, მადა უმცირდებათ"
21/04/2022 19:46:38 მსოფლიო
"ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების დამსახურებით, რუსეთის მოთხოვნები რბილდება, მადა უმცირდებათ" - ამის უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები მუშაობს და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შედეგი არის.
"მოლაპარაკებები გრძელდება. ბოლო 2 დღის განმავლობაში პაუზა გვქონდა, რადგან ველით, როდის შეასრულებენ სიტყვას და მოგვცემენ შესაძლებლობას, გავიყვანოთ მოქალაქეები მარიუპოლიდან, იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. ამიტომ გვქონდა პატარა წყვეტა. მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს, არის ე.წ. მცირე და მსხვილი სამოლაპარაკო ფორმატები - მსხვილ ფორმატში ყველა მონაწილეობს, როგორც იყო სტამბოლში, მცირე ფორმატის ფარგლებში კი ქვე-ჯგუფებად ვართ დაყოფილები სხვადასხვა თემებით, იქნება ეს სამხედრო, ჰუმანიტარული მიმართულება თუ სხვა. დიდ წარმატებას ვერ დავიკვეხნით, მაგრამ კარგი რამ, რაც შემიძლია ვახსენო არის, რომ მოლაპარაკების დამსახურებით შევძელით 400 ათასზე მეტი სამოქალაქო პირის გაყვანა სხვადასხვა რთული ტერიტორიიდან. მოლაპარაკებები მუშაობს, ჰუმანიტარული თვალსაზრისით შედეგი არის. რაც შეეხება შეთანხმებას, რუსეთი ყოველთვის ცდილობს ულტიმატუმი წაგვიყენოს. შეთანხმების პირველი ვერსია ფაქტობრივად კაპიტულაციის მოთხოვნა იყო, მაგრამ ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების დამსახურებით, მათი მოთხოვნები რბილდება, მადა უმცირდებათ, მაგრამ არანაირი ხელმოწერილი საბუთი არ არის... უახლოეს მომავალში ვითხოვთ, რომ შედგეს შეხვედრა სტამბოლში იქამდე კი მოვამზადებთ დოკუმენტებს ამ შეხვედრისთვის", - ამბობს არახამია.