Accentnews.ge
NDI: 46%-ის აზრით, რუსეთიდან ფრენების აკრძალვით შექმნილ პრობლემას ტურიზმის ინდუსტრია დაძლევს

NDI: 46%-ის აზრით, რუსეთიდან ფრენების აკრძალვით შექმნილ პრობლემას ტურიზმის ინდუსტრია დაძლევს

19/09/2019 07:52:52 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით,  ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთიდან საქართველოში სამგზავრო ფრენების აკრძალვის შესახებ ინფორმაცია 87%-ს ჰქონდა. 

ამასთან, 46% იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე, მაგრამ ტურისტული ინდუსტრია ამ გამოწვევას დაძლევს. 

34%-ის აზრით, ეს აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე, მაგრამ ტურისტული ინდუსტრია ამ გამოწვევას ვერ დაძლევს. 1% ფიქრობს, რომ ეს აკრძალვა ქართულ ტურიზმზე დადებითად აისახება. 9%-ის აზრით, ამ აკრძალვას ქართულ ტურიზმზე გავლენა არ ექნება. 

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%. კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S