
NDI: მოსახლეობის 45%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, 6%-მა არ იცის
19/09/2019 08:41:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 45%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, 6%-მა არ იცის, მის შეხედულებებთან რომელი პარტიაა ახლოს, ხოლო 4% პასუხზე უარს ამბობს.
გამოკითხულთა 19% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას ასახელებს, 9% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 4% - ევროპულ საქართველოს და თავისუფალ დემოკრატებს, ასევე, 4% - პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 9% - "სხვას".
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%. კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.