Accentnews.ge
ჯონსონი ინდოეთს მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებაში დახმარებას შესთავაზებს

ჯონსონი ინდოეთს მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებაში დახმარებას შესთავაზებს

22/04/2022 08:52:44 მსოფლიო

ბრიტანეთი ინდოეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებაში დახმარებითა და თავდაცვითი აღჭურვილობის უფრო სწრაფი მიწოდებით,-განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სპიკერმა.

ამ შეთავაზებით დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ინდოეთის გრძელვადიან მიზანს - შექმნას საკუთარი მოიერიშე თვითმფრინავები და შეამციროს ძვირადღირებული სამხედრო აღჭურვილობის იმპორტი. ახლა ინდოეთის მოიერიშე თვითმფრინავების ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი ბრიტანეთსა და საფრანგეთშია წარმოებული.

ამასთან, ბორის ჯონსონის პრესსპიკერის განმარტებით, თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების დასაჩქარებლად დიდი ბრიტანეთი ინდოეთს გადასცემს ე.წ. ღია გენერალურ საექსპორტო ლიცენზიას, რაც ამჟამად მხოლოდ ევროკავშირსა და ამერიკას აქვს.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ Quad-ის (ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის) ქვეყნებიდან მხოლოდ ინდოეთია "არამყარი" რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. Quad-ის წევრი ქვეყნებიდან - ინდოეთი, ავსტრალია, აშშ და იაპონია, ინდოეთი ერთადერთია, რომელსაც რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S