Accentnews.ge
უკრაინელებმა კიევთან მდებარე სოფელი ხელოვნურად დატბორეს: "მომხდარს ერთი წუთითაც არავინ ნანობს"

უკრაინელებმა კიევთან მდებარე სოფელი ხელოვნურად დატბორეს: "მომხდარს ერთი წუთითაც არავინ ნანობს"

28/04/2022 16:54:55 მსოფლიო

უკრაინელებმა კიევის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი დემიდივი ხელოვნურად დატბორეს, რათა რუსული ტექნიკის გადაადგილებისთვის ხელი შეეშალათ, – იუწყება The New York Times.

მისი ცნობით, რუსულ ტანკებს სწორედ ამ სოფლის გავლით უნდა გევლოთ კიევში შესასვლელად.

„ყველას ესმის რატომ მოხდა ეს და ერთი წუთითაც არავინ ნანობს“, - განაცხადა ადგილობრივმა ანტონინა კოსტუჩენკომ, რომლის სახლიც დაიტბორა.

"ჩვენ გადავარჩინეთ კიევი!", – დასძინა მან სიამაყით.

როგორც გამოცემა წერს, ის, რაც დემიდივში მოხდა, არ იყო უჩვეულო მოვლენა, რადგან უკრაინამ გაანადგურა ხიდებიც, რათა ხელი შეეშალა მტრის ქვეყანაში შემოჭრისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S