Accentnews.ge
საქართველში პირადობის მოწმობისა და პასპორტის ფასი იზრდება

საქართველში პირადობის მოწმობისა და პასპორტის ფასი იზრდება

29/04/2022 13:25:46 საზოგადოება

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან საქართველოში პირადობის აღების ფასი 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტი კი 100-ის ნაცვლად 150.

მთავრობის დადგენილებით, იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

  • მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური − 150 ლარი ეღირება;
  • მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური − 30 ლარი იქნება;
  • მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის − 75 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის − 150 ლარი;
  • იმავე დღეს გაცემისათვის − 200 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

  • მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი იქნება;
  • მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – 20 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – 40 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – 60 ლარი;
  • იმავე დღეს გაცემისათვის – 90 ლარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S