
Conflict Intelligence Team: დაჭრილი გენერალი გერასიმოვი სავარაუდოდ, ბელგოროდიდან გაიყვანეს
01/05/2022 17:09:06 მსოფლიო
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის მონაცემებით, 1 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქში მომხდარ აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე საოლქო ცენტრის აეროპორტში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული სამი სატრანსპორტო თვითმფრინავი Ту-154 ჩაფრინდა, ოდნავ მოგვიანებით - ერთი RA-85426 (Ту-154Б-2), ამ უკანასკნელს კი ხუთი ვერტმფრენი მიჰყვა.
მისივე მონაცემებით, კიევის დროით 14:00 სთ-ზე სამმა Ка-52-მა ბელგოროდის აეროპორტის თავზე წრიული ფრენით საჰაერო სივრცე გადაკეტა, Ми-8 ტიპის ვერტმფრენები დაეშვნენ, იქიდან ჩამოსული ადამიანები სირბილით გაემართნენ Ту-154-ისკენ და სწრაფად ავიდნენ მის ბორტზე, რის შემდეგაც ყველა სატრანსპორტო საჰაერო ხომალდმა აეროპორტი დატოვა.
ამ დროს აეროპორტის ბაქანზე დააფიქსირეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი სამხრეებით, რომლებზეც მწკრივად განლაგებული სამი ვარსკვლავი - გენერალ-პოლკოვნიკის წოდების ნიშანი მოჩანდა.
გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, ბორტზე ასული ადამიანი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი იყო.
ცნობისთვის: ინფორმაცია გერასიმოვის დაჭრის შესახებ 1 მაისსვე გავრცელდა.