Accentnews.ge
წულუკიანი - შეწყალებაზე: "საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი"

წულუკიანი - შეწყალებაზე: "საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი"

23/09/2019 10:15:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კითხვებს, რომლებიც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, პასუხებს გასცემს გამოძიება.

„ახლა გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ახლა როგორც თქვენ, ასევე მეც უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, რათა იმ კითხვებს, რაც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, გაეცეს პასუხები. ამ კითხვებს პასუხებს გასცემს გამოძიება, შესაბამისად დღეს ამ თემაზე დამატებითი კომენტარი ან ნაადრევი, ან უადგილო იქნებოდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს იუსტიციის მინისტრი იმის თაობაზე, რომ შეწყალების საქმეში დიმიტრი გაბუნიას გვარი ფიგურირებს და დაიბარებენ თუ არა მას დაკითხვაზე, წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ყველაზე მეტი საქმის გამომძიებელმა იცის და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„ამის შესახებ ყველაზე მეტი გამომძიებელმა იცის. შეწყალების სიაში არის არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის 260-ე მუხლი, ნარკოდანაშაული, არის ქურდობის, ყაჩაღობის მუხლები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. ზოგადი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S