
რატომ გამოუცხადა გეგიძემ უნდობლობა მოსამართლეების შერჩევის პროცესს
23/09/2019 10:34:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ სრული უნდობლობა გამოუცხადა,- ამის შესახებ გეგიძემ იურდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„არ მაქვს არანაირი ილუზია და მოლოდინი, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას აღმოაჩნდება ჯადოსნური ჯოხი და ეს პროცესი რაც დაიწყო და რაც უკვე გავლილია ჯადოსნური ჯოხის დაქნევით გახდება, პროგრესული, გამჭვირვალე და პროდუქტი - ეს 20 კაციანი სია, უცებ გახდება მისაღები და ეს კანდიდატები გარდაიქმნებიან რეპუტაციით აღსავსე კანდიდატებად. რეპუტაცია დაუბრუნდებათ, აღარაფერს ვამბობ კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე. აქედან გამომდინარე, მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ამ პროცესს. აღარ ვაპირებ ჩემი პროცესში შესვლით, პროცესში მონაწილეობით, პროცესში კითხვების დასმით პატივი დავდო ამ პროცესს. ცოტა ამბიცურად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა. აღარ შევეცილები ჩემ კოლეგებს დროში, რომელიც არასამართლიანად იყო გამოყოფილი“, - განაცხადა გეგიძემ.