რუსი ჟურნალისტი:"პუტინის ყველა ეს ხრიკი მოსკოვის დაბომბვით დასრულდება"

05-05-2022 13:20:41 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ხრიკები“ მოსკოვის დაბომბვით დასრულდება, – აღნიშნულის შესახებ რუსმა წამყვანმა და პუბლიცისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა აბსოლუტურად დამაჯერებლად ამარცხებს რუსეთის ფედერაციას.

„მე მესმის, რომ პუტინის ყველა ეს ხრიკი მოსკოვის დაბომბვით დასრულდება, ალბათ, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იქნება, ბევრად უფრო რთული იქნება იმ რუსებისთვის, რომლებიც ახლა ცალსახად იბრძვიან უკრაინისთვის. განასხვავებენ საინფორმაციო ფრონტებსა და სამხედრო ფრონტებს, რადგან ეს საინფორმაციო ფრონტები ზოგჯერ არანაკლებ საშიშია“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები