დარჩიაშვილი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

06-05-2022 20:19:26 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების რელიზში ვკითხულობთ, იაირ ლაპიდმა ქართველ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში.

სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

„სატელეფონო საუბრისას ილია დარჩიაშვილმა და იარ ლაპიდმა საუბრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები