Accentnews.ge
"მასთან ურთიერთობა არ შეიძლებაო" - რას ამბობდა ივანიშვილი ზურაბიშვილზე

"მასთან ურთიერთობა არ შეიძლებაო" - რას ამბობდა ივანიშვილი ზურაბიშვილზე

24/09/2019 10:42:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, იურისტი თინა ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის მოცემული შემადგენლობს პირობებში პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ ელოდება. როგორც ხიდაშელი განმარტავს, საზოგადოებას ახსოვს, რა პირობებში იქნა არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, რა წინაპირობები უძღოდა არჩევნებს და იმ ვითარებაში, როდესაც წინ 2020 წლის რთული არჩევნებია, იმპიჩმენტი, მით უფრო სისხლის სამართლის საქმის გამო, "მძიმე ნაჯახი იქნება" "ქართული ოცნებისთვის. 

ამდენად, ხიდაშელი ფიქრობს, რომ პროკურატურის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყება შესაძლოა, დროის გაყვანას და შემდეგ საზოგადოების ყურადღების სხვა თემაზე გადატანის მცდელობას ემსახურებოდეს. ის არც იმას გამორიცხავს, რომ "განტევების ვაციც" იპოვონ. 

"იმპიჩმენტი ნიშნავს, რომ ის სისხლის სამართლის საქმის გამო მიდის და არა რამე სხვა მიზეზით. დანაშაულთან თუ გვაქვს საქმე, ეს გაცილებით მძიმე ნაჯახია "ქართული ოცნებისთვის". ამდენად, არ მაქვს მოლოდინი იმპიჩმენტის",- ამბობს ხიდაშელი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვიი საკუთარ საპრეზიდენტო ვადას იმპიჩმენტის გარეშე ვერ დაასრულეს და ამას მაღალი ალბაობით საქართველოს პარლამენტი გააკეთებს, თუმცა უკვე სხვა შემადგენლობის.

მისივე თქმით, მცირე ალღო იყო საჭირო სალომე ზურაბიშვილის ქმედებების განსაჭვრეტად და ამ ალღოს პირველ ჯერზე არც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატია 20011 წელს, როდესაც გუნდს აკომპლექტებდა. 

"მან პირველივე შეხვედრის შემდეგ აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი გააკეთა: თქვა, რომ მასთან [სალომე ზურაბიშვილთან] ურთიერთობა არ შეიძლებოდა. რა შეიცვალა შემდეგ, მე არ ვიცი და ამაზე სპეკულირება სწორი არ იქნება. თავად ვესწრებოდი 2011 წელს ამ პირველ შეხვედრას",- ამბობს ხიდაშელი.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S