დეგნანი – კობახიძეზე: "უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარები"

11-05-2022 17:57:27 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარი დამაბნეველია.

"კრედიტ სვისთან" დაკავშრიებული შეკითხვა ჯობს, "კრედის სვისს" დაუსვათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კერძო კომპანიაა და არ ვიცი და არ მაქვს ინფორამცში, რა ხდება "კრედიტ სვისში"... ძალიან უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარები ნათქვამი იმგვარად, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელსაც მოაქვს დაბნეულობა და საბოლოოდ, ხალხის დაყოფა. ახლა ის დროა, როცა საქართველოს გაერთიანება ესაჭიროება და არა დაყოფა. ახლა ერთობის დროა. მე დამაბნია ამ კომენტარის შინაარსმა და ვერ განგიმარტავთ, უკაცრავად", - თქვა აშშ-ის ელჩმა.

10 მაისს კობახიძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს "ქართული ოცნების" მიმართ პოზიტიურად განწყობილი ექსპერტის, ხათუნა ხოფერიას იმ ფეისბუკპოსტის შეფასება, რომელშიც საუბარი იყო ივანიშვილისთვის შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვების შეზღუდვის აშშ-სთან კავშირზე. ამ საკითხზე კობახიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მე ამ დეტალებში ვერ შევალ. კონკრეტულმა ადამიანმა თავისი აზრი გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით. იქ საუბარი იყო რაზე, როდესაც ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას აფერხებ, როდესაც ასეთ გადარიცხვას რამდენიმე საათი სჭირდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელ საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე. ხომ არ არის ეს შანტაჟი?

მით უმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. [თუ] ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, ესე იგი, ისინი კარგად არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. თუ აქვთ ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მათ არ სცოდნიათ კარგად მისი ხასიათი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები